ფოკუსი 1-ის ტიპის მაგიდების სისტემის კომპონენტები მომხმარებელს აძლევენ საშუალებას შექმნან განსხვავებული განლაგების ვარიანტები სამუშაო ოთახის თავისებურებების გათვალისწინებით. გამყოფი ტიხრების უქონლობა აადვილებს კომპონენტების თავისუფალ გადაადგილებას სამუშაო ზედაპირის მიმართ. კომპიუტერის ცენტრალური პროცესორის ბლოკის დადგმა პედესტალზე, რომელის სიმაღლე სამუშაო ზედაპირზე უფრო დაბალია, უზრუნველყოფს კომპიუტერთან მაქსიმალურად მოხერხებელ მიდგომას. კაბელირების რთულ განშტოებულ სისტემას გააჩნია ორი ვარიანტი, რაც მონაცემთა და დენის წყაროებთან მარტივი და სწრაფი მიერთების საშუალებას იძლევა და გამორიცხავს მაგიდისათვის დამახასიათებელი მარტივი დიზაინის გადატვირთვას. ზედაპირები დამზადებულია MFC –გან ABC-ს გვერდებით ნაცრისფერ, წიფლის, გარეული მსხლის ან თეთრ ფერებში. ლითონის ზედაპირები შესრულებულია სტანდარტულ RAL9007 (მოწითელო-ნაცრისფერ), RAL9004 (შავ) ან RAL9022 (ვერცხლის) ფერებში.
