pictures

CVENS SHESAXEB

სააქციო საზოგადოება ტეხო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კომპანიაა კომერციული ინტერიერების შექმნისა და მათი ყოველმხრივი მომსახურების დარგში, იგი აგრეთვე საოფისე მოწყობილობების ძირითადი მწარმოებელია ჩეხითის რესპუბლიკაში. მის მომხმარებლებს შეადგენენ წამყვანი ბანკები, საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო კომპანიები და სამთავრობო სექტორის ორგანიზაციები.

სს ტეხომ ავეჯის წარმოება დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ჰოსტივარის ნაკვეთზე, როდესაც ხის დამამუშავებელმა სახელმწიფო კომპანიამ, დრევოზპრაცუჟიცი პოდნიკ (DZP), გახსნა პირველი საწარმო. ტეხო, რომელიც თავიდან მსუბუქ ფურნიტურასა და საოფისე მოწყობილობებს უშვებდა, ჰოსტივარის ნაკვეთზე აქტიურად მუშაობდა 1991 წლიდან.

დაფუძნების შემდეგ კომპანიამ სწრაფად დაიწყო ბაზარზე არსებული პროდუქციის თავისუფალი სეგმენტების ათვისება და შეუდგა საოფისე მოწყობილობების წარმოებას. გარკვეული დროის შემდეგ იგი გადავიდა კომერციული და სახელმწიფო სექტორების ინტერიერების ყოველმხრივ მომარაგებაზე.
კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღს შეადგენს 2005 წელი, როდესაც მისი სამწლიანი კომერციული თანამშრომლობა ჰოლანდიის სამეფო არენდ NV ჯგუფთან, ევროპაში საოფისე მოწყობილობების წარმოების პირველ ხუთეულში შემავალ კომპანიასთან, დაგვირგვინდა არენდის მიერ ტეხოს აქციების 75%-ანი საკონტროლო პაკეტის შეძენით. აღნიშნული ოპერაცია დასრულდა 2008 წელს, როდესაც არენდი გახდა ტეხოს 100%-იანი მესაკუთრე.  
1993 წლიდან ტეხომ გააფართოვა თავისი წარმოება ევროპის დიდ ნაწილში შეღწევის მიზნით. დღეს მას გააჩნია ფილიალები დიდ ბრიტანეთში, სლოვაკეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, რუმინეთში, ხორვატეთში, რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.
ტეხომ მოიგო ტენდერები და წარმატებით დაასრულა ასობით პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკაში და საზღვარგარეთ. იგი ემსახურება კლიენტებს განსხვავებულ სექტორებში – კერძოდ ჯანდაცვაში, განათლებაში, ფინანსებში და საბანკო საქმეში, სახელმწიფო ადმინისტრირებაში. ჩეხეთის რესპუბლიკაში შესრულებული ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვეთები შეიცავენ ვაცლავის კომერციული ბანკის სათავო ოფისის მოწყობას, საოფისე მოწყობილობის მიწოდებას ჩეხეთის ეროვნული ბანკისთვის, ČEZ, Česká spořitelna, საგარეო  საქმეთა სამინისტროსთვის, ფილიპ მორისისათვის,  PPF ფინანსური ჯგუფისათვის და O2 არენის მოწყობა 2004 წელს ყინულის ხოკეის მსოფლიო ჩემპიონატისათვის.  ჩეხეთის რესპუბლიკის ფარგლებსგარეთ მთავარი პროექტებია ედინბურგში დედოფალ მარგარეტის უნივერსიტეტი, დედოფალ ელისაბედის ლონდონის უნივერსიტეტი, პირველი ჯგუფი და ჰოსპიტალები გაბონსა და განაში. 
მსხვილი პროექტების გარდა, ტეხო მონაწილეობას იღებს მრავალ მცირე პროექტებშიც, რომლებიც ინტერეს იწვევენ კომერციული, არქიტექტურული ან დიზაინის თვალსაზრისით. მათ რიცხვში შედიან თანამშრომლობა ევა ირიშნასთან საცეკვაო ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს ავეჯით გაწყობაში, აგრეთვე ინტერიერების შექმნაში ბრისტოლ მაიერს სქუიბ ფარმაცეტიული კომპანიისთვის, საელჩოებისა და საკონსულოებისათვის, მაგალითად ტელ ავივის, მიუნხენის, ევროპის კავშირის ჩეხეთის რესპუბლიკის მუდმივი მისიისათვის ბრიუსელში, ალმა-ატაში ფინანსთა სამინისტროსათვის, ბეკინგამის სასახლის ოფოსისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისისათვის. 

ტეხო ყოველთვის მიიჩნევდა პრიორიტეტულ მიმართულებად განთქმულ არქიტექტორებთან მჭიდრო კავშირების დაემყარებას. მაგალითად, ჩეხური წარმოშობის ბრიტანელ არქიტექტორთან ევა ირიშნასთან, ჩეხეთის წამყვან დიზაინერთან ჯირი პელკლთან, ჰოლანდიელ დიზაინერ ჰანს ვერბუმთან, ბრიტანელ არქიტექტორ ფრენსის დაფისთან და ჩეხეთის სადაიზინერო სტუდიასთან ADღ, რომელიც ჩამოყალიბებულია არქიტექტორების პეტრ კოლარის და ალეს ლაპკას მიერ.

სს ტეხო დიდი ხანია სპონსორობასა და მხარდაჭერას უწევს ჩეხეთის ფონდს “პროსტორი” - არქიტექტურა, ინტერიერი, დიზაინი. ეს ფონდი ხელს უწყობს ჩეხეთის არქიტექტურისა და ინტერიერების დიზაინის განვითარებას, მონაწილეობას ღებულობს ტეხოს საინტერესო სამუშაოებში. ამგვარად, იგი ითვალისწინებს, როგორც არქიტექტურისა და დიზაინის პროფესიონალების, ასევე ფართო საზოგადოების წარმომადგენლების აზრს.